LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გასულ წელთან შედარებით საქართველოს ავტო-მარკეტი 10%-ით გაიზარდა

22

„საქართველოში 5 მოქალაქეზე ერთი ავტომობილი მოდის, ეს ძალიან ბევრია ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თბილისის ქუჩებში ვმოძრაობთ. ბოლო ერთი წლის განმავლობაში იმპორტი 10%-ით გაიზარდა“ – აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ავტომობილების 80% საქართველოში ყველგანმავალია, ყველაზე პოპულარული ფერი კი შავი. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ მანქანები 10 წელზე მეტს ითვლიან გამოშვების დღიდან და მხოლოდ 2%-ს შეადგენს 3 წლის წინ გამოშვებული ავტომობილების მაჩვენებელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით.

„ყველაზე პოპულარული ავტომობილი? „მერსედეს ბენცი და ოპელი“, თუმცა გაიზარდა „ნისანისა და სუბარუ“-ს გაყიდვებიც. ჩვენი მთავრობა აქტიურად მუშაობს საავტომობილო გზების საცობებისაგან გასაწმენდად, ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს მიერ ამ თემასთან მიღებულ გადაწყვეტილებებს, მოსახლეობა გაგებით მოეკიდება.“ – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები