LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პერესი რონალდუს სანაცვლოდ ძალიან დიდ თანხას ითხოვს

23

როგორც იცით,  გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ”პარი სენ ჟერმენი”  მადრიდის “რეალს” პორტუგალიელი ვარსკვლავის კრიშტიანუ რონალდუს სანაცვლოდ 150 მილიონ ევროს სთავაზობდა.

მადრიდელებმა ”პსჟ-ს” წინადადება უარყვეს და თემაც დაიხურა.

”სამეფო კლუბის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი აღნიშნულ თემას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და საინტერესო განცხადება გააკეთა.

“თუკი პარიზელებს კრიშტიანუს შეძენა ნამდვილად სურთ, მილიარდი ევრო გადაგვიხადონ. ფეხბურთში წინასწარ რაიმეს მტკიცება რთულია, მაგრამ 2016 წელს რონალდუსთან განშორებას არ ვაპირებთ. მითუმეტეს, პორტუგალიელს ჩვენთან კიდევ 3 საკონტრაქტო სეზონი აკავშირებს”.- განაცხადა პერესმა სატელევიზიო არხ Cadena COPE-ს სტუმრობისას .

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები