თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე სატვირთო ავტომობილი ამობრუნდა. როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევა ქორწინების სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტომობილების მოძრაობა რამდენიმე წუთით შეფერხდა. შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის მოძრაობა სრულად აღდგენილია.