LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგიტა თოდრაძემ დუბაიში საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

122
00

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე გაეროს სტატისტიკის სამსახურის (UNSD) მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდა, რომელიც ქ. დუბაიში გაიმართა.

კონფერენციის მიზანი მზარდი გამოწვევებისა და შესაძლებლობების პირობებში ოფიციალური სტატისტიკის წარმოების საზღვრების გაფართოების გზების ძიება, შესაბამისი სტრატეგიული მიზნების განსაზღვრა და ქვეყნებს შორის არსებული საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, ასევე, ოფიციალური სტატისტიკის წარმოების პროცესში ალტერნატიულ მონაცემთა წყაროების, ინოვაციური მეთოდებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობების შეფასება იყო.

კონფერენციის ფარგლებში გოგიტა თოდრაძემ მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა პანელურ დისკუსიასა და სამუშაო შეხვედრაში.

მოხსენებისას საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა დამსწრე საზოგადოებასთან საქართველოში სტატისტიკის სისტემის განვითარების ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებების, ბოლო დროს მიღწეული პროგრესისა და ოფიციალური სტატისტიკის წარმოების პროცესში ალტერნატიულ მონაცემთა წყაროების გამოყენების შესაძლებლობების შესახებ ისაუბრა.

კონფერენციაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 100-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა, მათ შორის, სხვადასხვა ქვეყნის სტატისტიკის სამსახურების ხელმძღვანელი პირები, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები