LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს გავიაზრე, რომ ასეთი სხეული აღარასოდეს მექნება“ – სელენა გომესის სევდიანი პოსტი

191
BeFunky-collage_6

სელენა გომესმა „ინსტაგრამ სთორიში“ საცურაო კოსტიუმში გადაღებული ორი ფოტო გააზიარა, ერთ-ერთი წლების წინანდელია, მეორე კი, ამჟამინდელი.

„დღეს გავიაზრე, რომ ასეთი სხეული აღარასოდეს მექნება. იდეალური არ ვარ, მაგრამ ჩემი თავით ვამაყობ“, – წერს არტისტი.

შეგახსენებთ, გომესს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები აქვს, მას რამდენიმე წლის წინ თირკმელების ქრონიკული დაავადების დიაგნოზი დაუსვეს, რის გამოც თირკმლის გადანერგვა დასჭირდა.

„სიყვარული ბრმაა“, „ეს ნამდვილი სიყვარულია“ – სელენა გომესისა და მისი ახალი შეყვარებულის ფოტოებმა ინტერნეტსივრცე დაიპყრო

ცნობისთვის, სიახლეებია გომესის პირად ცხოვრებაშიც, ის ბენი ბლანკოს ხვდება. მედიის ცნობით, წყვილს უკვე საკმაოდ სერიოზული ურთიერთობა აქვს. რაც შეეხება მის მუსიკალურ კარიერას, ის მუსიკალური კარიერის დასრულებაზე რამდენიმე კვირის წინ ალაპარაკდა. არტისტმა ერთ-ერთ პოდკასტში განაცხადა, რომ მხოლოდ ერთი ალბომი დარჩა გამოსაშვები.

„ვფიქრობ, ერთი ალბომიღაა დარჩენილი. ასაკის მატებასთან ერთად ვხვდები, რომ ისეთი რამის პოვნა მსურს, რასაც დარჩენილი ცხოვრება გავაკეთებ“, – აცხადებს ვარსკვლავი.

სელენა გომესის თვალისმომჭრელი გამოჩენა Emmy-ის დაჯილდოებაზე – ვარსკვლავმა „ოსკარ დე ლა რენტას“ კაბაში გაიბრწყინა

„ერთი ალბომიღაა დარჩენილი“ – სელენა გომესი გვემშვიდობება?

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები