გუშინდელი სავსემთვარეობის შემდეგ დღევანდელი დღეც საკმაოდ რთული იქნება. არ აჰყვეთ ინტრიგებს და პროვოკაციებს, რომელთა ალბათობა დღეს განსაკუთრებით მაღალია. მოერიდეთ რისკს და აზარტულ თამაშებს, რადგან არც ერთი გაამართლებს, არც მეორე.
კარგი დღეა ერთობლივი პროექტების განხორციელებისთვის, რადგან ასე უფრო სწრაფად და მარტივად შეძლებთ დაახლოებას კოლეგებთან და პარტნიორებთან.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, საჩუქრების და ძვირფასი ნივთების შესაძენად, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დასაწყებად, ხელმძღვანელებთან ურთიერთობისა და საკუთარი პროექტების წარსადგენად, ახალი სამსახურის მოძიებისა და ახალი საქმის დასაწყებად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელება, მოლაპარაკებების გამართვა და ხელშეკრულებების გაფორმება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.
ჯანმრთელობა – მოერიდეთ ფიზიკურ და ემოციურ გადაღლას, თავი შეიკავეთ სიმძიმის აწევისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ხერხემალს და გულ-სისხლძარღვოვან სისტემას.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ლურჯი, ნარინჯისფერი, კრემისფერი და ოქროსფერი, ასევე ქარვა, სარდიონი, სერდოლიკი, ბრილიანტი და მთის ბროლი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს და კირჩხიბს.