გადაცემის „დილა მშვიდობისა საქართველო“ ერთ-ერთი რუბრიკის წამყვანი, ანი გიუნტერი მსახიობ დამანა მდივნიშვილის ესტუმრა და მაყურებელს ხელოვანის ცხოვრებისეული და სასიყვარულო ისტორიები გააცნო.
განსაკუთრებულად ემოციური აღმოჩნდა სიუჟეტის დასასრული – 94 წლის ასაკში მსახიობმა შვილიშვილთან, სანდრო ლილუაშვილთან ერთად ტანგო შეასრულა.
„სპექტაკლი რომ დამთავრდებოდა, არ მიდიოდნენ, ჩემს გამოსვლას ელოდებოდნენ, შემომეხვეოდნენ გარშემო.. სარკეში ჩემი თავის დანახვა არ მიყვარდა, მინდოდა უკეთესი ვყოფილიყავი.. ალბათ, 3-4 წლის წინაც იმაზე ვფიქრობდი, რატომ შემირთო ცოლად [ლაშამ], რა მოეწონა ჩემში? საათი დამიტოვა, ჩემი ხელი გეტყობოდესო, მის გარეშე წლები გავატარე, 15 წელი იყო დაკავებული, ჩავდიოდი, წერილებს ვწერდი..
შვილიშვილთან ერთად შესრულებული ტანგო 94 წლის ასაკში
? შვილიშვილთან ერთად შესრულებული ტანგო 94 წლის ასაკში.
? ანი გიუნტერი მსახიობ დამანა მდივნიშვილის ესტუმრა
? როგორია ხელოვანის ცხოვრებისეული და სასიყვარულო ისტორიები?
Posted by დილა მშვიდობისა საქართველო on ოთხშაბათი, 24 იანვარი, 2024
ჩაცმა ძალიან მიყვარდა. ქალმა უნდა იცოდეს, რა უხდება მას..“