დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წლის 1 მარტიდან საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე შესასვლელი ბილეთის ფასების ცვლილება იგეგმება. კერძოდ:
მარტვილის კანიონი:
საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები – 10,35 ლარის ნაცვლად – 12 ლარი.
უცხო ქვეყნის მოქალაქეები – 17,25 ლარის ნაცვლად – 20 ლარი.
ნავით გასეირნება – 15 ლარის ნაცვლად – 20 ლარი.
ოკაცეს კანიონი:
საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები – 9,20 ლარის ნაცვლად – 12 ლარი.
უცხო ქვეყნის მოქალაქეები – 17,25 ლარის ნაცვლად – 20 ლარი.
ოკაცეს (კინჩხა) ჩანჩქერი:
საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები – 10,35 ლარის ნაცვლად – 12 ლარი.
უცხო ქვეყნის მოქალაქეები – 17,25 ლარის ნაცვლად 20 ლარი.
პრომეთეს მღვიმე:
საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები – 11,50 ლარის ნაცვლად – 12 ლარი.
ნავით გასეირნება 11,50 ლარის ნაცვლად – 13 ლარი.
უცხო ქვეყნის მოქალაქეები – 23 ლარის ნაცვლად – 25 ლარი.
ნავით გასეირნება – 17,25 ლარის ნაცვლად – 20 ლარი.
სათაფლია:
საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები – 8 ლარის ნაცვლად – 10 ლარი.
უცხო ქვეყნის მოქალაქეები – 17.25 ლარის ნაცვლად – 20 ლარი.
ნავენახევის მღვიმე:
საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები რჩება უცვლელად – 8 ლარი.
უცხო ქვეყნის მოქალაქეები – 11,50 ლარის ნაცვლად – 12 ლარი.
როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოში განმარტავენ, იმისთვის, რომ საქართველოში დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქმიანობა იყოს უფრო ეფექტიანი როგორც გარემოსდაცვითი მიმართულებით, ისე ეკოტურიზმის განვითარების კუთხით, აუცილებელი გახდა ბილეთების ფასების ცვლილება.
სააგენტოში დასძენენ, რომ 6 წლამდე ბავშვები დაცულ ტერიტორიებზე უფასოდ დაიშვებიან, 6-18 წლამდე ვიზიტორებისთვის კი ბილეთის ფასი კვლავ 5,5 ლარი იქნება.