LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla Cybertruck-ის მეპატრონეები იმედგაცრუებულები არიან

114
tesla

Tesla Cybertruck-ის მეპატრონეები პიკაპით იმედგაცრუებულები არიან. საქმე ისაა, რომ უკვე არიან ადამიანები, ვინც ელექტრომობილს ყოველდღიურად იყენებს და 16 ათასი კილომეტრის გავლაც მოასწრო. მოლოდინები კი მათ ორ საკითხში გაუცრუვდათ: დამუხტვის სიჩქარე და სვლის მარაგი, რომელიც საპასპორტო მონაცემებზე ბევრად ნაკლებია.

საქმე ისაა, რომ ავტომწარმოებელი 547 კილომეტრის სვლის მარაგზე საუბრობდა, თუმცა რეალობაში სრულად დამუხტული ელემენტით 331 კილომეტრზე მეტის გავლა შეუძლებელია. Tesla Cybertruck-ის საშუალო ავტონომიურობა 264-334 კილომეტრს შეადგენს, რაც ორჯერ უფრო ნაკლებია დეკლარირებულ 515-547 კილომეტრზე.

ბევრი კითხვის ნიშანია დამუხტვის სიჩქარესთან დაკავშირებითაც. ამ პროცესს 2 საათზე მეტი დრო სჭირდება, რაც კლიენტებს ძალიან არ მოეწონათ.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, Tesla Cybertruck-ის მეპატრონეები მანქანით მაინც კმაყოფილები არიან და ელექტრონული პიკაპით გადაადგილება ძალიანაც მოსწონთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები