LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ჰადსონისა და რეპერი კომონის რომანი პირდაპირ ეთერში დადასტურდა

125
page

ჯენიფერ ჰადსონისა და რეპერი კომონის რომანი დადასტურდა. წყვილი ერთად თავად „ჯენიფერ ჰადსონის შოუში“ გამოჩნდა, სადაც კომონი ყვავილების თაიგულით გამოცხადდა.

„წამყვანი ვარ, ამიტომ ვალდებული ვარ გკითხო, ამჟამად ვინმეს ხვდები?“ – ჰკითხა ჯენიფერმა რეპერს.

„ვხვდები ყველაზე ლამაზ ქალს, ვისაც კი ცხოვრებაში შევხვედრივარ. ძალიან ჭკვიანი ქალია, ღმერთი უყვარს და ჩემი სტანდარტები ძალიან მაღლა ასწია, მან თავის პირველივე ფილმში ოსკარი მიიღო და თან საკუთარი თოქ-შოუ აქვს“, – ასე უპასუხა რეპერმა შეკითხვას.

ცნობისთვის, წყვილის რომანზე საუბარი გასული წლის ნოემბერში დაიწყო.

გზა უდიდესი ტრაგედიიდან მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვან ვარსკვლავობამდე – ჯენიფერ ჰადსონის მუსიკალური ისტორია

„მან მე ცხოვრება მასწავლა“ – ჯენიფერ ჰადსონი არეტა ფრანკლინის შესახებ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები