LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტოდაზღვევის ბაზარი ერთ წელში 42%–ით გაიზარდა

32

თბილისი (BPI) – ავტოდაზღვევაზე მოთხოვნა იზრდება. 2015 წლის პირველ ნახევარში 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის ბაზარი 42%–ით არის გაზრდილი.

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, I ნახევარში სადაზღვევო კომპანიებმა სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევიდან 31,5 მლნ ლარის (2014 წლის იმავე პერიოდისთვის 22,207 მლნ ლარი) სადაზღვევო პრემია მიიზიდეს, ანაზღაურებულმა ზარალმა კი 14,2 მლნ ლარი (2014 წლის იმავე პერიოდი – 11 მლნ ლარი) შეადგინა.

სადაზღვევო კომპანიებს შორის დაზღვევის ამ სახეობაში „ალდაგი“ ლიდერობს, მან 14,3 მლნ ლარის სადაზღვევო პრემია მიიზიდა და შესაბამისად, ბაზრის 45%–ს აკონტროლებს.

აღანიშნავია, რომ მთლიანობაში ქვეყანაში 44 741–მდე ავტოსატრანსპორტო საშუალებაა დაზღვეული, გარდა ამისა, სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებული სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევით სარგებლობს 38 028 ავტომფლობელი.

საანგარიშო პერიოდისთვის სადაზღვევო ბაზარზე 14 კომპანია საქმიანობს, მათგან ავტოდაზღვევას მომხმარებელს 13 მათგანი სთავაზობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები