მსოფლიო ფეხბურთის არგენტინელი ლეგენდა დიეგო არმანდო მარადონა ქორწინდება. ინფორმაციას არგენტინული გაზეთი Muy ავრცელებს. მისი რჩეული 24 წლის როსიო ოლივაა, რომელიც დიეგოზე 30 წლით უმცროსია. წყვილი უკვე 2 წელია ერთმანეთს ხვდება.
მარადონა დაქორწინებას რომში აპირებს და მისი სურვილია, რომ ჯვარი რომის პაპმა ფრანცისკმა დაწეროს. შეგახსენებთ, რომ 2013 წლიდან რომის პაპი ფრანცისკია, რომელიც არგენტინელია.
ჯვრისწერამდე წყვილი დუბაიში ისვენებს.