სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ საკვები და სასმელი პროდუქტების მწარმოებელ ქართულ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს საკუთარი პროდუქტი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე Alimentaria-ზე წარადგინოს.
აღნიშნულ ღონისძიებაზე, რომელიც უახლესი ტენდენციების გაცნობის, ინოვაციური პროდუქტების აღმოჩენისა და ინდუსტრიის ლიდერებთან კავშირების დამყარების ადგილია, თავს იყრის 52 ქვეყნის 3000-ზე მეტი მონაწილე და 100 000-ზე მეტი სტუმარი.
საკვები და სასმელი პროდუქტების საერთაშორისო გამოფენა Alimentaria ბარსელონაში წელს 18-21 მარტს გაიმართება.
რეგისტრაცია შესაძლებელია აქ.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 29 იანვარი. გამოფენაში მონაწილეობას სულ 8 ქართული კომპანია შეძლებს.