LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაპოლის 100 მილიონამდე ევროს შოვნა შეეძლო

42

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა,რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მის კლუბს 98 მილიონი ევრო მოპოვება შეეძლო, თუმცა მან ფულს ვარსკვლავების შენარჩუნება არჩია.

„ჩვენმა გუნდმა ყველა ვარსკვლავი შეინარჩუნა. „იუვენტუსი“ ჰამშიკის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს იხდიდა, მე კი, ამასთან ერთად, სტურარო და რუგანიც ვთხოვე, თუმცა უარი მივიღე. ცოტა ხანში „იუვემ“ ერნანესი დაიმატა.
საბოლოო ჯამში, 98 მილიონი ევროს მოპოვება შეგვეძლო. სათქმელია, რომ იგუაინის თაობაზე წინადადება არ მიგვიღია“, – განაცხადა დე ლაურენტისმა „Radio Kისს Kiss Napoli“-ს ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები