უკრაინაში, რუსეთის მიერ კონტროლირებად ქალაქ დონეცკის გარეუბანში მდებარე ბაზარზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 25 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 20 დაშავდა. ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს.
დროებით ოკუპირებული ქალაქის რუსეთის მიერ დანიშნული ე.წ. მერი, ალექსეი კულემზინი იუწყება, რომ უკრაინელმა ძალებმა ხალხმრავალი ტერიტორია დაბომბეს, სადაც მაღაზიები და ბაზარია განთავსებული.
უკრაინულ მხარეს მომხდარის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.