„მელას რაც ელანდებოდა, ის ესიზმრებოდაო“, დაახლოებით, ასეთ მდგომარეობაშია ახლა ღარიბაშვილი-კობახიძე-პაპუაშვილი. „ქართული ოცნება“ ახლა მოეშვას ოცნებას, გადმოვიდეს რეალობაში და მოემზადოს ოპოზიციაში ყოფნისთვის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ.
მისი თქმით„ქართული ოცნება“ უნდა მოემზადოს ოპოზიციაში ყოფნისთვის.
„მელას რაც ელანდებოდა, ის ესიზმრებოდაო“, დაახლოებით, ასეთ მდგომარეობაშია ახლა ღარიბაშვილი-კობახიძე-პაპუაშვილი. რაც ელანდებათ ის ესიზმრებათ და ის უნდათ, რომ მთელს საზოგადოებას მოუყვნენ. პირდაპირ გეუბნებით, ის დრო რომ იყო, ხალხი რომ ვერ არკვევდა ბიძინა ივანიშვილი ღმერთია თუ კაცია, მაშინ არ აუღია „ქართულ ოცნებას“ 60%. ახლა გაკოტრებულმა, კორუმპირებულმა, ჭაობში ჩამხრჩვალმა „ქართულმა ოცნებამ“ როგორ უნდა აიღოს 60%?! იცით რას ნიშნავს „ქართული ოცნების“ მიერ 60%-ის აღება ? ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს უხარია, რომ თავისი ოჯახის წევრი ემიგრაციაში გაიქცა, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეების ნახევარზე მეტს უხარია, რომ ყველა მესამე ბავშვი შიმშილობს სკოლაში. ეს ნიშნავს, რომ ერთ მილიონ პენსიონერს რომ უჭირს, პური იყიდოს თუ წამალი, ეს უხარიათ, სამუშაო რომ არ აქვთ სტუდენტებს, გარბიან ქვეყნიდან, რუსები რომ ჩამოდიან საქართველოში, რუსები რომ მკვიდრდებიან ქართველების ნაცვლად, ეს უხრიათ – ამას ნიშნავს. არ მგონია ქართველები ამ მდგომარეობაში ვიყოთ, რომ ეს მოვიწონოთ და „ქართული ოცნება“ ავირჩიოთ.
ჩვენ სხვა პარტიებთან ერთად შევცვლით ხელისუფლებას. „ქართული ოცნება“ ახლა მოეშვას ოცნებას, გადმოვიდეს რეალობაში და მოემზადოს ოპოზიციაში ყოფნისთვის. ახლა არის პროპორციული არჩევნები და ბუნებრივია, როცა მაჟორიტარები აღარ ეყოლება „ქართულ ოცნებას“, ის 50%-ზე მეტი მოქალაქე, რომელიც გამოხატავს ოპოზიციისადმი ინტერესს, ხელისუფლებაში მოიყვანს ოპოზიციას. ჩემი დასაბუთებაა ეს და დანარჩენი არის დაჩის ზღაპრები, შეგვიძლია დავარქვათ შალვას ზღაპრები, შეგვიძლია დავარქვათ ირაკლის ზღაპრები“, – განაცხადა მანჯგალაძემ.