LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ცაგარეიშვილი – ვინ ვის იყენებს, კარგად ჩანს, გახარია სააკაშვილს გულმკერდზე ტკიპასავით მიეწება

119
1640360261-გია-ცაგარეიშვილი1

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ცაგარეიშვილის განცხადებით, „ვინ ვის იყენებს, კარგად ჩანს, გახარია სააკაშვილს გულმკერდზე ტკიპასავით მიეწება“.

გია ცაგარეიშვილის თქმით, გახარიას პარტიად წოდებული გაერთიანება „ნაცმოძრაობასთანაა“ შეზრდილი.

ამ განცხადებით გია ცაგარეიშვილი ანა წითლიძის მისამართით პარტია „საქართველოსთვის“ წევრის მიხეილ დაუშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, დაუშვილმა აღნიშნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“, შეიძლება, ჩვენთან აქვს კოალიცია, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს მათთან, დიდი ბოდიში, მაგრამ გამოგიყენეთ“.

„რუსთავსა და ზუგდიდში ეს ვითომდა სააკაშვილის მაგინებელი ძალა პირდაპირ სააკაშვილს მიეტმასნა და ამ კრიმინალი ადამიანის ნებართვით ფრაქციები შექმნეს. როგორ გგონიათ, სააკაშვილის გარეშე ზუგდიდში უმრავლესობა შეიქმნებოდა? ეს იყო იდეის და გუნდის ღალატი, საზოგადოების ზურგს უკან კრიმინალ ძალასთან გარიგება“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი: ერთადერთი, რისი გათვლაც არ შემეძლო, იყო ქვეყნის და გუნდის ღალატი, რომელიც პოლიტიკიდან ჩემი დისტანცირებიდან ერთ თვეში გიორგი გახარიამ იკადრა

გახარია: „ამ პატარა, მშიშარა ბიჭებს, ივანიშვილი უკვე ბევრგან ჩაშვებული ჰყავთ, მოყოლილი აქვთ როგორ ხდება გადაწყვეტილების მიღება“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები