LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქადაგიშვილი „წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის“ ანგარიშზე: „პატიმარს სიმარტოვეს რა უმსუბუქებს? ალბათ, ცოლი ან ოჯახის წევრი.. რა ვიცი, მეუღლემ მიაკითხოს ხოლმე“

129
ing

ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის მიერ, კლინიკა „ვივა მედში“ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და სხვა პატიმრების პირობების შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშს და რეკომენდაციებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ეხმიანება.

„ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტის შეფასება დასტურია, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი „ვივა მედში“ ვერ იღებს სათანადო მკურნალობას და ღირსებისთვის შემლახავი მოპყრობის მსხვერპლია“ – „ნაციონალური მოძრაობა“

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, „პატიმარი რომ სიმარტოვეს განიცდის, ამის კომპენსაცია მას ოჯახის წევრმა უნდა გაუწიოს“.

„თუ რეკომენდაციებს დავაკვირდებით, შეიძლება ყველა ეს რეკომენდაცია შვედეთსა და ნორვეგიაშიც არ იყოს გათვალისწინებული. სიმარტოვეს რაც შეეხება, პატიმრის სიმარტოვეს რა უმსუბუქებს, ალბათ, ცოლი ან ოჯახის წევრი და რა ვიცი, მეუღლემ მიაკითხოს ხოლმე.

აი, გასეირნების საკითხი, შეიძლება რეალური იყოს. გასეირნების უზრუნველყოფა შეიძლება, იმ ტერიტორიაზე ცალკე პირობა შეიძლება შეიქმნას გასეირნების, ეს რეალური საკითხია. პატიმარი რომ სიმარტოვეს განიცდის, ამის კომპენსაცია ოჯახის წევრმა უნდა გაუწიოს: მეუღლემ, შვილმა, რა გითხრათ ახლა, არ ვიცი“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.