LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანია Tesla ახალ ავტომობილს გვიმზადებს

68

კალიფორნიის ქუჩებში ახალი ავტომობილის სატესტო ვერსია უკვე გამოჩნდა. როგორც კომპანია „ტესლა“ აცხადებს ამ ავტომობილის სრული ვერსია 2016 წელს ჩაეშვება გაყიდვაში. მანამდე კი ავტომობილი ჯერ მხოლოდ სატესტო რეჟიმშია.

 

ამერიკული ელექტრო ავტომობილების მწარმოებელი კომპანია „ტესლა“ ახალი მოდელისთვის „Model X” განსაკუთრებული მონდომებით მუშაობს. როგორც ჩანს, წინა მოდელებისაგან განსხვავებით, მომხმარებლებს ბევრი სიახლე ელოდება. ერთ-ერთი სიახლე, რაც ტესტირების დროს გამოჩნდა, უცნაური ფორმის კარებებია, რომელიც ძველებური ავტომობილების მსგავსად იღება.

 

კომპანიამ უკვე 24 ათასზე მეტი შეკვეთა მიიღო და როგორც კომპანიის მესვეურები ამბობენ, ახალი მოდელის საბაზრო ფასი 30 ათას დოლარამდე იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები