LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იუვემ კუადრადო ინათხოვრა

30

ტურინის „იუვენტუსმა“ ლონდონის „ჩელსის“ ვინგერი ხუან კუადრადო ერთწლიანი იჯარით დაიმატა.
კოლუმბიელი ფეხბურთელი ტურინში იმყოფება, იგი ფანების დახვედრამ ძალიან გაახარა.

”ფანების ასეთ დახვედრას ნამდვილად არ ველოდი, მათი ასეთი სიყვარული ვალდებულს გხდის, რომ კარგად იასპარეზო. “იუვენტუსი” დიდებული კლუბია – მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ჩვენ ყველაფერი გვაქვს იმისათვის, რომ “სკუდეტოსთვის” ვიბრძოლოთ. ტურინში 100%-ით დავიხარჯები, რათა გავძლიერდე და გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო”, – ციტირებს კუადრადოს სიტყვებს Goal.com.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის ფეხბურთელი „ფიორენტინადან“ „ჩელსიში“ ამ წლის იანვარში გადავიდა, თუმცა ჟოზე მოურინიოს გუნდში ფეხის მოკიდება ვერ მოახერხა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები