LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 წესი, რაც უნდა გავითვალისწინოთ სათვალის შერჩევისას

13
  1. სახის მოყვანილობა

სათვალის შერჩევისას ერთ-ერთი პირველი, რაც უნდა გავითვალისწინოთ, ეს ჩვენი სახის მოყვანილობაა. ყოველთვის ეცადეთ შეარჩიოთ მისი საწინააღმდეგო ფორმის სათვალე რათა შექმნათ განსხვავებულობის ეფექტი. თუ მოდის კრიტიკოსების სიტყვებს დაუჯერებთ, ეცადეთ აარჩიოთ სწორი ფორმის სათვალე, თუ მრგვალი სახის მოყვანილობა გაქვთ, ან პირიქით, თუ სწორი სახე გაქვთ, შეარჩიეთ მომრგვალებული სათვალე.

  1. თმის ვარცხნილობა

სტილისტების უმეტესობა თანხმდება იმაზე, რომ სათვალის შერჩევისას უნდა არჩევანი შეჩერდეს თმის ვარცხნილობის მიხედვით. თუკი შევარჩევთ მოგრძო სტილის სათვალეს, შევისწოროთ ბაკებიც, რათა გამოვკვეთოთ ჩვენი სათვალის განსხვავებულობა და თუ ავარჩვევთ ვინტაჟური ტიპის სათვალეს, უმჯობესი იქნება თუ ვარცხნილობას კეფის მხარეს დავტვირთავთ.

 

  1. ხასიათი

რა თქმა უნდა, სათვალის შერჩევისას, პირველ რიგში უნდა ვიხელმძღვანელოთ ჩვენი ხასიათიდან გამომდინარე. აუცილებელია სათვალე მოერგოს ჩვენს იმიჯს, უნდა გამოხატოს ჩვენი ხასიათი და ამასთანავე კარგი იქნება თუ სათვალე იქნება ფერადი. მაინც ვერ არჩევთ სასურველ სათვალეს? სცადე „უხიდო“ სათვალეეები, წელს მსგავსი ტიპის სათვალეები მოდაშია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები