LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: „ავარიულ კორპუსებში მცხოვრებლებს მოვუწოდებ, ჩვენთან ითანამშრომლონ, მზად ვართ ხელი შეგიწყოთ, შეგეძლებათ ახალაშენებულ, მოწესრიგებულ ბინებში დაბრუნდეთ“

119
ing (1)

თბილისის მერი კახა კალაძე ავარიულ კორპუსებში მცხოვრებ მოქალაქეებს მერიასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

რას სთავაზობს მერია ბიზნესს ავარიულ შენობებთან დაკავშირებით: “ძველ თბილისზე გარკვეული პრობლემები გვქონდა” 

როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, იმ დრომდე, სანამ სამუშაოები არ დასრულდება, მერია მოქალაქეებს ქირით და იჯარით უზრუნველყოფს.

„ვინც ასეთ ავარიულ კორპუსებში ცხოვრობს, ყველას მინდა მოვუწოდო აქტიურობისკენ, ითანამშრომლონ ჩვენთან, ყველანაირად მზად ვართ, ხელი შეგიწყოთ, სანამ სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, ქირით და იჯარით უზრუნველყოფას საკუთარ თავზე ავიღებთ, ყველაფერს მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს და შეგეძლებათ ახალ აშენებულ, გარემონტებულ საცხოვრებელ კორპუსებში, მოწესრიგებულ ბინებში დაბრუნდეთ“, – თქვა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმითვე, რამდენიმე პროექტის სამშენებლო პროცესი უკვე მიმდინარეობს.

„აღნიშნული გადაწყვეტილება, ამჯერად, სამგორის რაიონში, მესამე მასივის მეოთხე კვარტალში მდებარე ნომერ მე-6 კორპუსს ეხება. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სამშენებლო, მათ შორის, სარემონტო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გასული წლის დეკემბერში ბაზრის კვლევა უკვე ჩატარდა.

მიმდინარე თვის ბოლომდე გამოცხადდება შესაბამის ტენდერი, სადაც დაინტერესებულ სამშენებლო თუ დეველოპერულ კომპანიებს შეუძლიათ დეტალურ ინფორმაციას გაეცნონ და მონაწილეობა მიიღონ.

კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ყველა სამშენებლო, დეველოპერულ კომპანიას, მიიღეთ მონაწილეობა. მესმის, რომ შეიძლება არ იყოს ისეთი პროექტები, სადაც მაღალი მოგება ფიქსირდებოდეს, ეს უფრო სოციალურ პროექტებია, მაგრამ თქვენი მხარდაჭერა, თანადგომა პრინციპულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ ასეთი შენობა-ნაგებობების ჩანაცვლება შევძლოთ.

უკვე რამდენიმე პროექტის სამშენებლო პროცესი მიმდინარეობს. აშენებულია რამდენიმე სართული და სამუშაოებს მალე დავამთავრებთ. გვინდა, უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ და ამ მიმართულებებით შეფერხებები არ გვქონდეს. ამ კონკრეტულ მისამართზე იყო 4-სართულიანი ავარიული სახლი, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო და მის ნაცვლად, 10-სართულიანი თანამედროვე საცხოვრებელი კორპუსი აშენდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

“როგორ წარმოგიდგენიათ, რომ მოსახლე თანხმობის გარეშე კუთვნილი ფართიდან გამოვიყვანოთ დაძალებით და ალტერნატიული შევთავაზოთ” – კახა კალაძე 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები