დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე ორგანიზებული და დისციპლინირებული თხის რქის, მთვარე კი მებრძოლი და შეუპოვარი ვერძის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.
გამოიჩინეთ მეტი წინდახედულობა, არაა გამორიცხული მოულოდნელმა ცვლილებებმა გეგმების შეცვლა და სპონტანურად მოქმედება გაიძულოთ.
აკონტროლეთ აგრესია და გაღიზიანება, სულსწრაფობა და მოჭარბებული ამბიციები, რათა თავი დააღწიოთ კონფლიქტს გარშემომყოფებთან.
პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს წვრილმანებზე დავა და უმიზეზოდ ეჭვიანობა.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, ავეჯის და საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ფინანსური გარიგებების და ხელშეკრულებების გაფორმება, კაპიტალის დაბანდება და მსხვილი საყიდლების გაკეთება.
ჯანმრთელობა – მოერიდეთ სიმძიმის აწევას და ზედმეტ ფიზიკურ დატვირთვას, არ ღირს თვალების ზედმეტად გადაღლა. კარგი დღეა ენდოკრინული სისტემის, თირკმელების და კანის სამკურნალოდ, თუმცა არ ღირს სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარება. გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით, ბოსტნეულით და ნიგვზით. გაუფრთხილდით დასუსტებულ თავს და გრძნობის ორგანოებს.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და ნარინჯისფერი, ასევე ლალი, იაგუნდი, წითელი იასპი, ძოწი და სერდოლიკი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ტყუპებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს, მორიელს, თხის რქას და თევზებს.