ცნობილი ფრანგული ბრენდის სახე ჯონი დეპი ივნისის დასაწყისში გახდა. მანამდე Dior-ის პარფიუმს ჯუდ ლოუ და რობერტ პატინსონი წარმოადგენდნენ.
ახალ არომატზე ”Dior Sauvage”-ზე, რომელიც ბერგამოტისა და ვარდისფერი წიწაკის ესენციისგან შეიქმნა, Dior-ის მოდის სახლის მთავარმა პარფიუმერი – ფრანსუა დემაშიმ იმუშავა.
სარეკლამო ვიდეორგოლის პრემიერა 1 სექტემბერს შედგება, თუმცა სოციალურ ქსელში უკვე გამოჩნდა ჰოლივუდის 52 წლის ვარსკვლავის პირველი ფოტოები.