LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში სამგზავრო ავტობუსი გადაბრუნდა – დაიღუპა 9 და დაშავდა 30 ადამიანი

142
ავარია თურქეთში

თურქული მედიის ცნობით, სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში ავტობუსის ავარიის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა.

მათივე ინფორმაციით, ქალაქ მერსინის აიდინჩიქის რაიონში სამგზავრო ავტობუსი გადაბრუნდა.

სამგზავრო ავტობუსი ანტალიიდან მერსინის მიმართულებით მიემართებოდა და გაურკვეველი მიზეზით, სარიერის გვირაბების გასასვლელთან ბარიერებს შეეჯახა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები