LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველას ერთად შეგვიძლია ვიყოთ დიდი ძალა, რომელიც რეალობას შეცვლის“ – 17 იანვარს „ფორტუნა +“-ისა და „არ დაიდარდოს“ მხარდაჭერით, მიუსაფარი ცხოველების დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

216
საქველმოქმედო კონცერტი

ჩვენი რადიოსადგურების – „ფორტუნა +“-ისა და „არ დაიდარდოს“ მხარდაჭერით, 17 იანვარს მიუსაფარი ცხოველების დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.

ღონისძიება კლუბ „ეგოისტში“ ზეგ, 20:00 საათზე, პროექტ „მომე თათის“ ფარგლებში შედგება, რომელშიც მონაწილეობას უამრავი ქართველი არტისტი მიიღებს.

კონცერტის ორგანიზატორების თქმით, პროექტი მსგავსი ტიპის აქტივობებს მომავალშიც გააგრძელებს, რაც მიზნად ისახავს, შეიქმნას ცხოველთა თავშესაფარი.

ასევე, ცხოველთა დახმარების ორგანიზაცია, რაც ორგანიზატორებს საშუალებას მისცემთ, მეტად იზრუნონ მიუსაფარი ცხოველების კეთილდღეობაზე და გარდა ამისა, ერთად შევამციროთ ფატალური შემთხვევების რიცხვი.

„ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია ვიყოთ დიდი ძალა, რომელიც შეცვლის რეალობას და მოახდენს დიდ ცვლილებებს. დავეხმაროთ მიუსაფარს! ეს ჩვენი გასაკეთებელია.

პროექტის სახელით მადლობას ვუხდით ყველა მხარდამჭერს და წევრს, ვინც პროექტის სრულყოფაზე ზრუნავს ან მცირედი წვლილი მაინც შეიტანა მის განხორციელებაში.

მადლობა ყველას ვინც ეხმარებით ცხოველებს“. – ამბობენ ღონისძიების ავტორები.

ღონისძიების თარიღი: 17 იანვარი
დასაწყისი: 20:00
მისამართი: შარდენი, ბამბის რიგი. კომპლექსი „იუნიქი“
ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ: http://tkt.ge/HIFIVE
ფასი: 20ლარი
ასაკობრივი კონტროლი: 18 წლიდან