Goal.com-ის ცნობით, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ჟერარდ პიკე, რომელმაც ესპანეთის სუპერთასის განმეორებით მატჩში ლაინსმენს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.
შედეგად, ესპანელი მცველი ”ბლაუგრანას” “ატლეტიკის”, “მალაგას”, მადრიდის “ატლეტიკოსა” და “ლევანტეს” წინააღმდეგ გასამართ მატჩებში ვერ დაეხმარება.
როგორც, ჩანს პიკეს მოხდილმა ბოდიშმა ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებაზე დადებითად იმოქმედა, თორემ აღნიშნული სასჯელი შესაძლოა გაცილებით მკაცრი ყოფილიყო.