LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2023 წლის დეკემბერში საქართველოში ყველაზე მეტი თანხა კვლავ რუსეთიდან გადმოირიცხა

122
money

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის დეკემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 308 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 42.4%-ით ნაკლებია 2022 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2023 წლის დეკემბერში საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა რუსეთიდან ($70 მილიონზე მეტი, თუმცა წინა წელთან 78%-იანი კლება შეინიშნება), იტალიიდან (თითქმის $50 მილიონი) და აშშ-დან ($46 მილიონზე მეტი).

რაც შეეხება საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხულ თანხას, 2023 წლის დეკემბერში მან 34 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.6%-ით მეტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები