ემი უაინჰაუსის შესახებ გადაღებული ფილმის, Back to Black პირველი თრეილერი გავრცელდა.
ფილმის რეჟისორი სემ ტეილორ-ჯონსონია, რომელიც ასევე მუშაობდა ფილმებზე „გრეის ორმოცდაათი ელფერი“ და „გახდე ჯონ ლენონი“.
ემი უაინჰაუსის როლს ბრიტანელი მსახიობი მარისა აბელა ასრულებს. ფილმის პრემიერა 12 აპრილს შედგება.
რთული დასაჯერებელია, მაგრამ ფაქტია, ემი უაინჰაუსის გარდაცვალებიდან უკვე 12 წელი გავიდა. არტისტი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა და მუსიკალურ ინდუსტრიაში უდიდესი კვალი დატოვა. მისი საინტერესო ცხოვრების შესახებ უკვე გადაიღეს ფილმი, სახელწოდებით „ემი“ რომელმაც „ოსკარისა“ და „ბაფტას“ ჯილდო დაიმსახურა.
„მსურს მსოფლიოს ნამდვილი ემი გავაცნო“ – „ბიბისი“ ემი უაინჰაუსის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს