LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰარდენს წვერმა 200 მილიონი მოუტანა

25

ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, გუშინ ”ადიდასის” წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ NBA-ის გუნდ ”ჰიუსტონ როკეტსის” ლიდერ, ჯეიმს ჰარდენისთვის ბრძოლა ”ნაიკის” მარცხით დასრულდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ჰარდენს ”ადიდასმა” უპრეცენდენტო 14-წლიანი კონტრაქტი შეთავაზა, რომლის საერთო ღირებულება 200 მილიონ დოლარს წარმოადგენს. ეს შეთანხმებაც, ”ადიდასის” მიერ ”ნაიკის” წინააღმდეგ დაწყებული დიდი ომის ნაწილია, რომელშიც “ზოლიანები” წარმოუდგენელი თანხის დახარჯვას გეგმავენ.

ჯერ კიდევ უცნობია რა ბედი ეწევა ჯეიმსის ”ნაიკის” ბოტასების ერთ-ერთ უდიდეს კოლექციას, რომელსაც წლების განმავლობაში თამაშებისთვის იყენებდა.

ასევე არ არის ცნობილი ”ადიდასის” რომელი სერიის ბოტასებს ჩაიცვამს თამაშების დროს ჯეიმს ჰარდენი, თუმცა უკვე ვრცელდება ჭორები იმის შესახებ, რომ შესაძლოა პირველად NBA-ის პარკეტზე Kenye West’s Yeezy Boost ვიხილოთ.

რაც ყველაზე საინტერესოა, 200 მილიონიანი კონტრაქტის ერთ-ერთ მთავარ პუნქტს წარმოადგენს ის, რომ ჰარდენს არ აქვს უფლება 14 წლის განმავლობაში ”ადიდასის” თანხმობის გარეშე შეცვალოს მისი სტილის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი, წვერი, რომლითაც მან სახელი გაითქვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები