LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განელმა შეფმა გინესის რეკორდი მოხსნა – საჭმელს 227 საათის განმავლობაში აკეთებდა

117
Screenshot 2024-01-12 124518

განელმა შეფმზარეულმა გადაწყვიტა მსოფლიო რეკორდი მოეხსნა და ამისთვის საჭმელს მთელი 227 საათი აკეთებდა. ფაილატუ აბდულ-რაზაკის ისტორიას BBC ავრცელებს.

ქალს სამზარეულოში ტრიალის დროს მხრებზე ეროვნული დროშა ჰქონდა შემოხვეული და როგორც მოგვიანებით დააზუსტა, რეკორდი ქვეყნის პოპულარიზაციასაც მიუძღვნა.

აღსანიშნავია, რომ ხანგრძლივი მზარეულობის წინა რეკორდი ირლანდიელ შეფს, ალან ფიშერს ეკუთვნის. ალანი საჭმელს 119 საათი და 57 წუთი ამზადებდა. საინტერესოა, რომ ირლანდიელმა ნიგერიელი ჰილდა ბაჩის რეკორდი მოხსნა, ჰილდამ წლების წინ ჯილდოს მიღება 100 საათიანი გარჯისთვის შეძლო.

რაც შეეხება ბოლო რეკორდსმენს, ფაულატუს მთელი ქვეყანა უჭერს მხარს და მისით ძალიან ამაყობენ. თუმცა, რეკორდის ოფიციალურად დადასტურებას ჯერ დრო სჭირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები