საძიებო სისტემა Google-მა გაამხილა, თუ რას ეძებდნენ მისი მომხმარებლები გასულ წელს ყველაზე ხშირად. (linki)
სპეციალისტებმა გამოაქვეყნეს დიდი სია, რომელიც კატეგორიებადაა დაყოფილი და ამ კატეგორიებში გამოინახა ადგილი ადამიანებისთვის, ადგილებისთვის და მოვლენებისთვის.
რაც შეეხება ყველაზე ხშირად „დაგუგლულ“ მუზეუმს, პირველ ადგილს პარიზის ლუვრი იკავებს, მეორეა ბრიტანეთის მუზეუმი ლონდონში, მესამე – ორსეს მუზეუმი.
საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ სიაში ამერიკული მუზეუმები ნაკლებად მოხვდნენ.
მსოფლიოს ყველაზე პოპულარული მუზეუმების ათეული:
1. ლუვრი, პარიზი
2. ბრიტანეთის მუზეუმი, ლონდონი
3. ორსეს მუზეუმი, პარიზი
4. ისტორიის მუზეუმი, ლონდონი
5. TeamLab Planets, ტოკიო
6. რეიკსმუზეუმი, ამსტერდამი
7. პრადოს მუზეუმი, მადრიდი
8. ვან გოგის მუზეუმი, ამსტერდამი
9. ბუნების ისტორიის ეროვნული მუზეუმი, ნიუ-იორკი
10. ანა ფრანკის სახლი, ამსტერდამი.