უეფას სუპერთასის მატჩთან დაკავშირებით დღეს თბილისის მეტროპოლიტენი გვიან ღამემდე იმუშავებს. მეტროპოლიტენი მზავრებს 03:00 საათის ჩათვლით მოემსახურება.
უეფას სუპერთასის მატჩი “ბარსელონასა” და “სევილიას” შორის 11 აგვისტოს, “დინამო არენაზე”, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.