Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
სემეკში ქალი სტაჟიორების მისაღებად კონკურსი გამოცხადდა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სემეკში ქალი სტაჟიორების მისაღებად კონკურსი გამოცხადდა

638
სმ

ენერგეტიკის სექტორში ქალების როლის გაძლიერების მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და იურიდიულ დეპარტამენტებში, ასევე კომისიასთან არსებულ „ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში“  ქალი სტაჟიორების მისაღებად კონკურსი გამოცხადდა. USAID-ის მხარდაჭერით, კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ეროვნული ასოციაციის (NARUC) გენდერული თანასწორობის პროგრამის – „ენერგეტიკაში ქალი ლიდერების წინ წამოწევის“ ფარგლებში, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა მიმდინარე წლის პირველი თებერვლიდან დაიწყება. სტაჟირების ხანგრძლივობაა 6 თვე.

სტაჟიორები შეირჩევიან ღია კონკურსის გზით. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ინჟინრის, იურისტის, ეკონომისტ/ფინანსისტის სპეციალობის მიმართულებით ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს ან ახალ კურსდამთავრებულებს.

სტაჟირების საკონკურსო პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები