LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისიდან ერევნისა და ოდესის მიმართულებით რეისების რაოდენობა იზრდება

32

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ თბილისიდან ერევნისა და ოდესის მიმართულებით ფრენის სიხშირეებს ზრდის.

ავიაკომპანია, ერევნის მიმართულებით, 2015 წლის 1 აგვისტოდან სეზონის ბოლომდე, ფრენებს შეასრულებს კვირაში 8 სიხშირით, 4 სიხშირის ნაცვლად, ხოლო ოდესის მიმართულებით 2015 წლის 8 აგვისტოდან ფრენები შესრულდება კვირაში 2 სიხშირით, ნაცვლად 1 სიხშირისა.

ამასთან, ავიაკომპანია 8 აგვისტოდან ყოველკვირეული რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას იწყებს თბილისიდან ბაღდადის მიმართულებით.

„სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს“ მხრიდან უკვე გაიცა შესაბამისი ნებართვები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები