ფეხბურთის ფედერაციასთან ზვიად სიჭინავას გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს.
აქციას არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სპორტის საზოგადოება“ მართავს.
აქციის მონაწილეები ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელის ზვიად სიჭინავას და გენერალური მდივნის რევაზ არველაძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ.
ორგანიზაციის წევრები საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდებენ, ფედერაციაში არსებული დარღვევებით დაინტერესდნენ და შესაძლო კორუფციული სქემები შეისწავლონ.