LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმის მაგივრად, რომ სამებაში გამოდებული სტალინის რუსული ხატი დაგმოს, ჩემს ირონიულ რეპლიკაზე ბოდავს – დიახ, „7 იანვარი“ დღეს პოლიტიკური თარიღია და არა რელიგიური“ – ლაშა ბუღაძე ირაკლი კობახიძეს პასუხობს

211
ლაშა ბუღაძე და ირაკლი კობახიძე

„იმის მაგივრად, რომ სამებაში გამოდებული სტალინის რუსული ხატი დაგმოს, ჩემს ირონიულ რეპლიკაზე ბოდავს რაღაცას…
დიახ, „7 იანვარი“ დღეს პოლიტიკური თარიღია და არა რელიგიური“, – წერს სოციალურ ქსელში მწერალი, ლაშა ბუღაძე და აღნიშნულით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას პასუხობს.

„ნაციონალ“ ფსევდოლიბერალებს მთელი გულით ვუსურვებ, ყველაფერ ქართულში რუსულის ძებნას თავი დაანებონ“ – კობახიძე შობის დღესასწაულის თარიღზე

როგორც ბუღაძე ამავე პოსტში აღნიშნავს, „პოლიტიკური რომ არ იყოს [7 იანვარი] , არც უკრაინის ეკლესია დაიწყებდა შობის აღნიშვნას 25 დეკემბერს და არც ყველაზე დიდი ქართველი პატრიარქი, წმინდა ამბროსი ხელაია ცდიდა 25 დეკემბრის ტრადიციის აღდგენას!“

„იქ, სადაც რელიგიაა, ცხადია დავა აბსურდულიც კია – გნებავთ, იულიუს კეისრის კალენდრის მიხედვით (7 იანვარი) აღნიშნეთ შობა და გნებავთ, პაპ გრიგორიუსის (25 დეკემბერი), მაგრამ აბსურდული არაა საფრთხე, რომელიც რუსეთზე ბმულობას გულისხმობს…

ამბროსი ხელაიას გადაწყვეტილება რუსეთისგან დისტანცირების ნაბიჯია… 25 დეკემბერი რუსეთისგან დაშორების და ევროპულ-ცივილიზაციურ დროსთან დაახლოების სიმბოლური აქტია!

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: „პირველად არ ხდება, რომ დღესასწაული სკანდალით უნდათ გადაიფაროს.. ეკლესია ქრისტეზე უყვება, ისინი კი თავის მსმენელს სტალინზე უყვებიან“

მაგრამ თქვენ გირჩევნიათ სტალინის ხატები გედგათ სამების ტაძარში და ვინც კი ანტირუსულობისა და ეროვნულობისკენ მოგიწოდებთ, „მტრის ხატებად“ შერაცხოთ…“ – წერს ლაშა ბუღაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები