LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქმენეთის ხელისუფლებამ გასაყიდად 25 ბრონირებული Mercedes-Maybach გაიტანა

67

თურქმენეთის საპრეზიდენტო აპარატი Mercedes-Maybach S600L-ის 25 ეგზემპლარს გაყიდის, რომლებიც ბრონირებული ძარებით არიან  წარმოდგენილნი. ადგილობრივი გამოცემების მიხედვით, განცხადება რესპუბლიკის სახელმწიფო ბირჟამ გაავრცელა.

Mercedes-Maybach S600L-ის ღირებულება, რომლითაც თურქმენეთის პრეზიდენტი გულბანგულ ბერდიმუჰამედოვი გადაადგილდება, გამოშვების წელზეა დამოკიდებული. 1995 წელს გამოშვებული ეგზემპლარების ფასი 25 000 დოლარია , ხოლო 2009 წელს გამოშვებული ავტომობილების ღირებულება 75 500 დოლარს შეადგენს. აღსანიშავია, რომ საპრეზიდენტო Mercedes-Maybach S600L-ების დიდი ნაწილი კონვეირიდან სწორედ 2009 წელს არის გამოსული, საუბარია 13 ავტომობილზე. სამწუხაროდ, უცნობია რას უკავშირდება ავტომობილების გაყიდვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება. როგორც თურქმენეთის გამოცემები იუწყებიან, ავტომობილებს მხოლოდ მაშინ იყენებდნენ, როდესაც ქვეყანას სხვა სახელმწიფოების მეთაურები სტუმრობდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები