LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ქვეყნის საამაყო ოჯახი.. სასწაულები ხართ“ – ანრი და მაგდა ჯოხაძეების შთამბეჭდავი დუეტი და აღფრთოვანებული აუდიტორია

730
ing (5)

30 ნოემბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ანრი ჯოხაძის სოლო კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა.

კონცერტის სატელევიზიო ჩვენება 3 იანვარს, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში შედგა.

ვიდეო: „სამი უნიჭიერესი პიროვნება“ – ანრი ჯოხაძის, მაია ჯაბუას და ეკა კახიანის არაჩვეულებრივი შესრულება 

ტელეკომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს, რომელშიც და-ძმა, ანრი და მაგდა ჯოხაძეები შესანიშნავად ასრულებენ ვაჟა აზარაშვილის სიმღერას „გზები“, საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

„ქვეყნის საამაყო ოჯახი ხართ“, „აი ეს არის სიმღერა“, „სასწაულები ხართ“, – წერენ კომენტარებში.

აღნიშნულ ვიდეოს იხილავთ ამ ბმულზე

„დღევანდელი კონცერტი მართლა უტყუარი დასტურია იმისა, რომ შენ დიდი ოსტატი ხარ! უნიჭიერესი, საოცრად დახვეწილი, დიდი დიაპაზონის მომღერალი, ყველა გაგებით!“ – ირმა სოხაძე ანრი ჯოხაძეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები