LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაკრები გაფრინდა: ნახეთ, როგორ გავითამაშოთ კომბინაციები

35

ავსტრიაში გამგზავრებამდე საქართველოს ნაკრებმა ბოლო ვარჯიში სპორტის სასახლეში გამართა. ვარჯიშის დასრულების შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა ის 12 კალათბურთელი დაასახელა, რომლებიც ავსტრიაში წავლენ.

საღამოს ვარჯიშში მონაწილეობა 17-მა კალათბურთელმა მიიღო და ის საკმაოდ პროდუქტიული გახლდათ. როგორც დილის ვარჯიშზე, ბერძენმა სპეციალისტმა ამჯერადაც კომბინაციებზე გააკეთა აქცენტი და 2 საათის განმავლობაში ნაკრების წევრებმა არაერთი დაცვა-შეტევითი სიტუაცია დაამუშავეს.

ვარჯიშის დაწყებამდე ილიას ზუროსმა ვიდეო-განხილვა ჩაატარა და კალათბურთელებს აჩვენა, თუ როგორ აჯობებს კომბინაციების გათამაშება. მწვრთნელმა მოთამაშეებს ფირზე დაანახა, თუ როგორ უნდა იმოქმედონ და შემდეგ ამ დავალებების შესრულება ვარჯიშზე მოსთხოვა.

საქართველოს ნაკრები ვენაში დღეს დილით გაფრინდა (ამ წუთებში ჩვენი გუნდი გზაშია), ხოლო 23 თებერვალს, ავსტრიასთან მატჩის დასრულებიდან 3 საათში, თბილისში დაბრუნდება და 25 თებერვალს, გერმანიასთან საშინაო მატჩისთვის მოემზადება.

 

ილიას ზუროსი:
დღევანდელი გადაწყვეტილება 12 კაციანი შემადგენლობის შესახებ შესაძლოა გადაიხედოს გერმანიასთან თამაშის წინ და გარკვეული ცვლილებები შევიდეს. ავსტრია ძალიან ძლიერი გუნდია და წინ რთული თამაში გველის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები