მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 01:00-დან 01:10 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
იმოქმედეთ ინტუიციაზე დაყრდნობით, რათა არ შეცდეთ არჩევანის გაკეთებისა და გადაწყვეტილების მიღებისას.
მოერიდეთ ხალხმრავლობას, რადგან მაღალია თვალის არების და აურის დაბინძურების ალბათობა.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, ინფორმაციის შეგროვებისა და ცოდნის გაღრმავებისთვის, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დასაწყებად, ვარჯიშისა და სპორტული ღონისძიებების მოსაწყობად. ნაკლებად გაამართლებს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება
ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი კვერცხით, ლობიოთი და წიწიბურათი, ხაჭოთი და უცხიმო თევზით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და იისფერი, ასევე ფირუზი, სერდოლიკი, ნეფრიტი, იაგუნდი და ლაზურიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს და მორიელს.