LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2024 წელს სამოგზაუროდ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ისლანდიაა

151
ისლანდია

ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების რისკების განმსაზღვრელმა კომპანიამ International SOS რისკების ტრადიციული რუკა გამოაქვეყნა 2024 წელს სამოგზაუროდ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნის გამოსავლენად.

აღნიშნული რუკა რისკების ხუთ დონეს (უნიშვნელოდან ექსტრემალურამდე) მოიცავს და ის, სამედიცინო და ტურისტულ საფრთხეებთან ერთად, კლიმატის ცვლილებით განპირობებულ საფრთხეებსაც ეფუძნება.

რუკის მიხედვით, სკანდინავიის ქვეყნები ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებებად რჩება. მათ შორის პირველ ადგილს ისლანდია იკავებს პოლიტიკური შევიწროების უქონლობით, ზოგადად ძალადობრივი დანაშაულის და  უცხოელების მიმართ ძალადობის დაბალი მაჩვენებლით. რეიტინგში მას მოჰყვებიან ლუქსემბურგი, ნორვეგია, შვეიცარია და დანია.

რაც შეეხება სამოგზაუროდ ყველაზე სარისკო ქვეყნებს, ესენია: სამხრეთ სუდანი, ავღანეთი, სირია, ლიბია და სომალი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები