LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ფანტასტიურია! ამაზე უკეთეს ვერც ვინატრებდი (ვიდეო)

44

საქართველოსა და ინგლისის ნაკრებებმა ლონდონში პირველი ერთობლივი ვარჯიში გამართეს. იმისათვის, რომ ვარჯიში უფრო მეტად ნაყოფიერი ყოფილიყო, მასპინძლებმა ცნობილი ინგლისელი რეფერი უეინ ბარნსი მოიწვიეს.

თავდაპირველად შერკინებისა და ხაზის მოთამაშეებმა ცალ-ცალკე ივარჯეს, ფორვარდებმა უმეტესად შერკინებაში, ხოლო ვარჯიშის ბოლოს ერთობლივი წვრთნა ჩატარდა.

შერკინების ვარჯიშით კმაყოფილი იყო ინგლისელთა ავსტრალიელი თავკაცი ედი ჯონსი:

„ფანტასტიური იყო!… საქართველოს სწორედ ისეთი შერკინება ყავს, რომლის წინააღმდეგაც მუდამ უნდა გინდოდეს ვარჯიში. ესაა ძალიან ძლიერი შერკინება, რომელიც სხვებისგან განსხვავებულად მუშაობს. ვერც კი ვინატრებდი ისეთი ვარჯიში იყო და ბიჭებმა ბევრი ახალი რამ ისწავლეს. მე მათ ვესაუბრე და აღტაცებულები არიან“.

ჯონსი ქართული შერკინების განსხვავებულობის და სიძლიერის მიზეზებზე მიიჩნევს, რომ:

„ქართველები თავსა და მხრებს განსხვავებულად იყენებენ, რითაც წნეხს თავიდანვე, ფეხების მოძრაობამდე ქმნიან. მათი შერკინება ძველი და ახალი სტილის სინთეზს წარმოადგენს. შერკინება ლამისაა მათი ცხოვრების ნაწილია. მერწმუნეთ, ჩვენმა ბიჭებმა ბევრი ახალი რამ ისწავლეს და შესანიშნავად გაიარეს ადაპტაცია“.

ედიმ კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ ქართულ შერკინებას მსოფლიოში საუკეთესოდ მიიჩნევს და არ გამორიცხა, რომ მსგავსი ერთობლივი ვარჯიშები მომავალშიც გაიმართოს:

„ბევრი გუნდი ცდილობს ასე შერკინებას, მაგრამ საქართველოს ამ ასპექტში ვერავინ შეედრება. სხვებიც ცდილობენ თავისა და მხრების გამოყენებით მეტოქის შერკინება არასტაბილური გახადონ, მაგრამ ქართველებს ეს საუკეთესოდ გამოსდით.

 

 

ერთობლივი წვრთნით, განსაკუთრებით ჩვენი ხაზის მოთამაშეებისთვის, კმაყოფილი დარჩა მილტონ ჰეიგი:

„პირველი ერთობლივი ვარჯიშით ძალიან კმაყოფილები ვართ. ეს დიდი სარგებლის მომტანი იქნება როგორც ჩვენთვის, ასევე ინგლისელებისთვის. გუშინდელი ვარჯიში კონკრეტულ კომპონენტებზე იყო კონცენტრირებული – შერკინება შერკინებაზე და ხაზი ხაზზე. ჩვენმა ბექებმა ინგლისელების წინააღმდეგ შეტევასა და დაცვაში ივარჯიშეს, რითაც ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი რამ ისწავლეს.
ცალსახაა, რომ ერთობლივი ვარჯიში ორივე მხარეს გამოგვადგება. ჩვენთვის ის შესანიშნავი საშუალებაა მოვემზადოთ როგორც რაგბი ევროპის ჩემპიონატის, ასევე შემდგომი თამაშებისთვის. ორივე გუნდის მწვრთნელები და მოთამაშეები ვთანხმდებით, რომ ფასდაუდებელი გამოცდილება შევიძინეთ“.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები