“მეტროსადგურ უნივერსიტეტში” გახსნიდან 118-ე დღეს ვიზუალური დეფექტები ფიქსირდება.
მეტროსადგურის ბაქანზე, მხედველობადაქვეითებული პირებისთვის სპეციალურად დაგებული ყვითელი ზოლის ფილების ნაწილი აყრილია. ასევე პრობლემა ფიქსირდება, ექსკალატორთან არსებულ გამჭვირვალე იატაკის მონაკვეთზეც.
როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პრესსამსახურში, “ფორტუნას” განუცხადეს, ესპანურმა კომპანია COBRA ASSIGNIA – ს პრობლემის შესახებ უკვეეცნობა და მას მიმდინარე კვირაში მოაგვარებს.
“მეტროსადგურ უნივერსიტეტის სამშენებლო სამუშაოები ესპანურმა კომპანიამ COBRA ASSIGNIA -მ შეასრულა. მათვე, მოგვცეს ორწლიანი საგარანტიო პერიოდი, რაც გულისხმობს, როგორც შენობა-ნაგებობის, ასევე, ტექნიკა-დანადგარების შეცვლას. თუკი რამე წუნი გამოვლინდება, მას გამოასწორებენ ამ პერიოდში”- განაცხადეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.