მომღერალი ნინა წკრიალაშვილი, რომელიც საქართველოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა შემოქმედებით კარიერაშიც ჩაერთო.
„მთავარი არხის“ საახალწლო ეთერში მომღერალმა ცნობილი ფრანგული სიმღერა Sous le ciel de Paris შეასრულა და მაყურებლის სიმპათიებიც დაიმსახურა.
„ნინა, ძალიან საყვარელი ხარ“, „მიხარია სცენაზე კვლავ შენი ნახვა“, – უწერენ კომენტარებში მსმენელები.
აღსანიშნავია, რომ ამავე კონცერტზე ნინამ ცნობილი იტალიური სიმღერაც „SEXY TANGO“ იმღერა.