LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბედნიერი ვარ, რომ დედას ვუვლიდი.. არავის მივეცი მისი მოვლის საშუალება“ – ტარიელ ხარხელაური მშობლებზე

1915
ფორტუნა (49)

პოეტი ტარიელ ხარხელაური თათია შარანგიას გადაცემა „სთორის“ სტუმარი იყო.

„ჩვენი ოჯახი შეძლებული იყო, მაგრამ მეზობლები არა. საშუალო სკოლა ისე დავამთავრე ქალამანი არ გამიხდია, დედა მეტყოდა ხოლმე, ჩვენ მეზობელ ბავშვებს, ვისაც შესაძლებლობა არ აქვთ, გული დასწყდებათო.

დედამ ძალიან მკაცრად გამზარდა. ჩემთვის გენაცვალე არ უთქვამს, მოფერებით სიტყვა არ უთქვამს. ამ წუთისოფლიდან გასვლის დროს დავინახე, რაოდენ ვუყვარდი. როგორც კი თვალს მოვეფარებოდი, ჩემ დას ეუბნებოდა, აქ იტრიალოსო. მაშინ დავინახე რამდენად ვუყვარდი. არ შემიძლია მამა დედის სიმაღლეზე დავაყენო.

დედა რომ გავიდა ამ ქვეყნიდან, ეს სამყარო გაფერმკრთალდა.

ბედნიერი ვარ, რომ დედას ვუვლიდი. არავის მივეცი მისი მოვლის საშუალება“. – ამბობს ტარიელ ხარხელაური.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები