LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2023 წლის დეკემბერში იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულებამ 6.48 ლარი შეადგინა

162
ხაჭა

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი 2023 წლის დეკემბრის ხაჭაპურის ინდექსს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, წინა თვესთან შედარებით, ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულება მცირედით – 0.2%-ით გაიზარდა და 6.48 ლარი შეადგინა. წლიურ ჭრილში კი ინდექსი მნიშვნელოვნად – 7.3%-ით შემცირდა.

ტრადიციულად, საშობაო და საახალწლო სუფრისთვის მზადების პერიოდში ინდექსი თვიურ ჭრილში იზრდება, რასაც დღესასწაულების თანამდევი მზარდი მოთხოვნა განაპირობებს. 2023 წლის დეკემბერში ხაჭაპურის ძირითადი ინგრედიენტების ფასები შემდეგნაირად გაიზარდა: რძე – 1.3%, კარაქი – 1.2%, ფქვილი – 1%, ყველი – 0,2%. საფუვრისა (-5.3%) და კვერცხის (-0.2%) ფასები კი შემცირდა.

წინა წელთან შედარებით, ხაჭაპურის ინდექსის ყველაზე დიდი კლება დაფიქსირდა თელავში (-12.4%), შემდეგ – თბილისში (-6.9%), ქუთაისსა (-5.2%) და ბათუმში (-4.3%).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები