სიყვარულის და ხელოვნების მმართველი პლანეტის – ვენერას მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ყველას გაუუმჯობესებს განწყობას, მოიმატებს ოპტიმიზმი და ენთუზიაზმი, თუმცა გაძლიერდება სულსწრაფობა, ცინიზმი და ირონია.
კარგი დღეა საკუთარ ღირსებებსა და ნაკლოვანებებში გასარკვევად.
არ ღირს სამომავლო გეგმებზე ფიქრი, უმჯობესია მოაგვაროთ მიმდინარე პრობლემები.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მსხვილი საყიდლებისა და ინვესტიციებისთვის, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დასაწყებად, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ფინანსური გარიგებები და ხელშეკრულებების გაფორმება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაამდიდრეთ კვების რაციონი ციტრუსით და ბოსტნეულით, უცხიმო თევზით და მჭლე ხორცით. მოერიდეთ ფიზიკურ და ემოციურ დატვირთვას, თავი შეიკავეთ სიმძიმის აწევისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ გულს და ხერხემალს.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ნარინჯისფერი და კრემისფერი, ასევე ქარვა, ბრილიანტი, სერდოლიკი, სარდიონი და მთის ბროლი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც უახლოეს 20 დღეში ახდება.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს და მორიელს.