LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანნას სიურპრიზი მამას და ნოე სულაბერიძის ემოციური მადლობა: „რომ არა ის, მე ამის ნახევარსაც ვერ გავაკეთებდი.. ჯანეტ მიყვარხარ და მადლობა ყველაფრისთვის“

5766
ფორტუნა (29)

„პრაიმ შოუს“ წამყვანებმა პროდიუსერ ნოე სულაბერიძეს საახალწლო ეთერში სიურპრიზი მოუწყვეს და ეთერი, ნოეს გოგონას, პატარა ანნას დაუთმეს.

„გალა გასვიანის ნათლობაში პირველმა მე მივაწოდე მიკროფონი და დღეს ანნა გვიმღერებს“, – აღნიშნა ანრი ჯოხაძემ.

ნოემ სიურპრიზისთვის მადლობა გადაუხადა ანრის და მეუღლეს, ჯანეტ ქერდიყოშვილს.

„ჩემთვის ძალიან ემოციური იყო ჩემი შვილის ნახვა, მადლობა ანრი, რომ შენ წარადგინე და ასე რომ მოილაპარაკეთ შენ და ჯანეტმა. ჯანეტს აქედანაც მოვეფერები და მადლობას ვეტყვი, იმისთვის, რომ ცხოვრებაში მხარს მიმაგრებს და გვერდში მიდგას. რომ არა ის, მე ამის ნახევარსაც ვერ გავაკეთებდი. ჯანეტ მიყვარხარ და მადლობა ყველაფრისთვის. და მადლობა ამ შესანიშნავი ნომრისთვის“. – აღნიშნა ნოემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები