მსოფლიო კულინარიის ონლაინ გიდმა TasteAtlas პურის საუკეთესო სახეობის გამოსავლენად გამოკითხვა ჩაატარა.
10 ათასზე მეტი მომხმარებლის აზრით, რეიტინგის სამეულში მალაიზიური Roti Canai, ინდური კარაქიან-ნივრიანი პური ნაანი და კოლუმბიური Pan de bono მოხვდა.
აღნიშნულ ასეულში მომხმარებელმა 53-ე ადგილი შოთის პურს, 94-ე კი ლობიანს მიაკუთვნა.
ანოტაციაში ვკითხულობთ, რომ შოთის პური თონეში ოქროსფერ შეფერილობამდე ცხვება და მას განსაკუთრებულ დღესასწაულებზე – აღდგომაზე, შობასა და დაბადების დღეზე სუფრაზე საპატიო ადგილი უკავია, ხოლო ლობიანი ბარბარობის დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია და მისი სახელი მთავარი ინგრედიენტიდან – ლობიოდან მომდინარეობს. ანოტაციაში აღნიშნულია რაჭული ლობიანიც, რომლის შიგთავსსაც განსაკუთრებული გემოსთვის ლორი ემატება.